სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯარისკაცის მკვლელობა თბილისში - დაკავებული სამხედრო წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

ჯარისკაცის მკვლელობა თბილისში - დაკავებულ სამხედრო წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ამის შესახებ "პირველებს" დაკავებული ხვიჩა ვარდიაშვილის ადვოკატმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, დაკავებულმა ჩვენება მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მისცა. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობას, საქალაქო სასამართლოში დღეს ხუთის ნახევარზეა ჩანიშნული, სადაც დაცვის მხარეს გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

ადამიანმა ჩვენება ვერ მისცა, იმიტომ, რომ არის ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად მოხდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ინფორმაციის მიწოდება. ის დაკავებული იყო მხოლოდ 108-ე მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, თუმცა მას იარაღი გაფორმებული ჰქონდა ტარების უფლებით და შესაბამისად ამაზე ბრალის წარდგენა არ მოხდა. პოზიცია არის ის, რომ აღნიშნული საქმიდან არასწორი დასკვნებია გამოტანილი და არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს. ვითხოვთ აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას", - ამბობს ადვოკატი.

საქალაქო სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა დღეს ხუთის ნახევარზე არის ჩანიშნული.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა გუჯეჯიანი რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ამ დრომდე უცნობია, რატომ გაიმეტეს ოფიცერი სასიკვდილოდ. 43 წლის სამხედროს საკუთარ სახლთან 7 ტყვია ესროლეს. თავდამსხმელმა ლაშა გუჯეჯიანი სახლიდან გამოიყვანა. შელაპარაკება მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც სროლა მოყვა. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100