სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ჯავახიშვილი: გული არ მწყდება, რადგან...

ორი ვარსკვლავის ფინალისტი ლევან ჯავახიშვილი, რომლის საფინალო სიმღერაზეც დღეს მთელი საქართველო საუბრობს სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გამარჯვებულ წყვილს ულოცავს.

"პირველ რიგში ვულოცავ ირინას და გიორგის გამარჯვებას. ყველაფერი ისე მოხდა, ალბათ, როგორც უნდა მომხდარიყო, რადგან გამარჯვეულის ვინაობას ესემესები წყვეტს. ძალიან ბევრი იშრომეს ირინამ და გიორგიმ და შესაბამისად დაიმსახურეს ეს გამარჯვება. გული არ მწყდება, მე ვთვლი, რომ ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა, იმას ვგულისხმობ, რომ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. ასე რომ, მეგობრობა გზად და ხიდად და რაც მთავარია, ჩემი ნინი წიკლაური გავიცანი, ასეთი მომღერალი მე ძალიან იშვიათად თუ მინახავს". - წერს ჯავახიშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100