იყავით ფრთხილად - საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე გვაფრთხილებს - რადარული სისტემისა და მოსალოდნელი ამინდის 3D (forecast model, based on ECMWF-data) მონაცემების საფუძველზე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, უპირველესად სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში, 31 მაისის გვიან საღამოს, ასევე 1 ივნისის ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 15-20 მეტრ წამამდე.
მკვეთრად გაუარესებული ამინდის ფონზე ქვეყნის ტერიტორიის ცალკეულ ნაწილზე შესაძლოა განვითარდეს უეცარი - წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები. ზღვაზე ხილვადობა შემცირდება 300-500 მეტრამდე. მთიან რაიონებში შესაძლებელია დაზიანდეს სასოფლო სამეურნეო კულტურები.
თბილისში წვიმა არ იქნება ინტენსიური ხასიათის, თუმცა აცივდება.
იყავით ფრთხილად, გისურვებთ მშვიდ დღეებს.
კომენტარი