სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს დიდ ბრიტანეთში პრინცესა დიანას ხსოვნას პატივს მიაგებენ

დღეს დიდ ბრიტანეთში პრინცესა დიანას ხსოვნას პატივს მიაგებენ, მისი ტრაგიკული გარდაცვალებიდან დღეს ზუსტად 15 წელიწადი გავიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმა ასობით ბრიტანელი ლონდონში ლედი დის რეზიდენციაში, კენსინგტონის სასახლეში შეიკრიბება.

თავად სასახლეში არავითარი ღონისძიება არ იგეგმება, თუმცა დღეს გამოფენენ პრინცესა დიანას ტანისამოსს მისი პირადი კოლექციიდან, რომლებსაც იგი 1980-დან 1990 წლამდე ატარებდა.

როგორც ცნობილია პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინი ფორმალურ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი სახეობის ორქიდეას ლედი დის სახელს დაარქმევენ.

დიანა 1997 წელს ავტოავარიის შედეგად 36 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. ავტომობილში მისი საქმრო, 42 წლის დოდი ალ-ფაიედიც იმყოფებოდა. ადგილზე მისულ სამედიცინო პირებს ლედი დი გარდაცვლილი დახვდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100