თავდაცვის მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რატი ბრეგაძე
დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
2012 -2015
წლებში რატი ბრეგაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში განათლების
საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, 2016 წელს
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.
დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სწავლობდა ზაარლანდის
უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების
ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის
ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი) და სამართლის დოქტორის ხარისხი
(სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი). რატი ბრეგაძე ეწეოდა აკადემიურ
საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ამჟამად არის
სრული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში.
კომენტარი