სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადაეცი ბიძინას, მაგ ვაჭრუკანას და ბარიგას - ირაკლი კაკაბაძე თეა წულუკიანს დაუპირისპირდა

"ბიძინას, მაგ მათხოვარს, ბარიგას და ვაჭრუკანას გადაეცი..." - დაპირისპირება მწერთალთა სახლში. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისა და ირაკლი კაკაბაძეს შორის დაპირისპირება ასახავს.

ირაკლი კაკაბაძის გაღიზიანება სავარაუდოდ, თეა წულუკიანის მიერ ზურაბ რთველიშვილისთვის განკუთვნილი ფესტივალის დაბლოკვამ გამოიწვია.

მწერალი, რეჟისორ დავით დოიაშვილს ახსენებს და მინისტრს მოუწოდებს "შეეშვას":

"კარგად უნდა დაიმახსოვრო შენ, რომ დოიაშვილსაც უნდა შეეშვა საერთოდ, სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა. კარგად დაიმახსოვრე და ისწავლე ჭკუა", - მიმართა კაკაბაძემ წულუკიანს.

"კი, ბატონო..." - ისმის წულუკიანის პასუხი.

პრემია "მუზას" დაჯილდოებაზე კაკაბაძემ ბიძინა ივანიშვილიც ახსენა და ოლიგარქს "ვაჭარი" უწოდა:

ვაჭარი მართავს მთავრობას. უნდა შეიგნოთ, კარგად უნდა დაიმახსოვროთ, რომ ხელოვანებს უნდა შეეშვათ. იცი რას გეტყვი მე შენ, ბიძინას გადაეცი, მაგ მათხოვარს, მაგ ბარიგას და მაგ ვაჭრუკანას, რომ ახალგაზრდებს შეეშვას", - ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100