ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციები: "საქართველოს სასოფლო დარბაზი", "ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი", "ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი" და "გამარჯვებულ ქალთა კლუბი".
შეხვედრა შეეხება იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც გურიის რეგიონში არსებობს და რომლის გარშემოც მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობა.
მონაწილეები ასევე განიხილავენ დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესების საკითხებსაც.
მაჟორიტარობის კანდიდატის ნინო წილოსანის და ლანჩხუთის არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეხვედრა 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, კაფე "ვენეციაში" გაიმართება.
(რეკლამა)
კომენტარი