სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 აპრილიდან გორში სტალინის მუზეუმს სტალინიზმის მუზეუმი ჩაანაცვლებს

გორში სტალინის მუზეუმი სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთდება - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა საზოგადოებას წარუდგენს ამ ინიციატივას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლების და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მკვლევართა მხარდაჭერით, სტალინის სახელობის მუზეუმი გარდაიქმნება სტალინიზმის მუზეუმად, რომელიც მნახველს სტალინიზმის პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ სრულფასოვნად და მიუკერძოებლად მოუთხრობს.

პროექტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებს შეიმუშავებს და ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ტოტალიტარიზმის ცნობილი მკვლევარები და აღიარებული მეცნიერები. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვა მოხდება როგორც ქართული ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100