სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

65 მლნ ლარის ტენდერის მოგების შემდეგ, პარლამენტის ყოფილმა წევრმა "ოცნებას" 40 000 ლარი შესწირა

მარტში პარლამენტის ყოფილმა წევრმა, სერგო ხაბულიანმა "ქართულ ოცნებას" 40 000 ლარი შესწირა, ეს მას შეMდეგ რაც 65 მლნ ლარის ტენდერი მოიგო - კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

ვინ არის სერგო ხაბულიანი?
სერგო ხაბულიანი, პარლამენტის ყოფილი წევრია, იგი „ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო.
2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 438,000 ლარი შეწირეს. შპს „ცეკურმა“ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული.
ამასთან, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში „ქართულმა ოცნებამ“ წინა კვარტალთან შედარებით 20-ჯერ ნაკლები შემოწირულება მიიღო.

tvpirveli.ge TI-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბიულეტენში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები. წინა კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, ამჯერად შემოწირული თანხა 20-ჯერ ნაკლები იყო. თუმცა პარტიის შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შპს „ცეკურის“ და „ბონდი-2009” მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.

შემოწირულებების სტატისტიკა

2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1,224,111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლებია (10,163,787₾). პარტიული შემოწირულებების 37% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 447,030 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 445,500 ლარით, ხოლო მესამეზე — „ნაციონალური მოძრაობა“ 170,720 ლარით.

საანგარიშო პერიოდში 12,800 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომლის თამჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილია.
შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 45-ჯერ შეწირეს თანხა, 35 შემოწირულება მიიღო „ლეიბორისტურმა პარტიამ“, ხოლო 31 – პარტიამ „ხალხისთვის“. „ქართულმა ოცნებას“ სულ 23-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი სხვა პარტიებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო.
„ქართული ოცნების“ შემომწირველთა მიმოხილვა

2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ 23-მა დონორმა ჯამში 447,030 ლარი შეწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. დონორებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ ბოლო 6 თვის მანძილზე 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 700 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. დეტალურად იხილეთ ცხრილ 1-ში).
სერგო ხაბულიანი, პარლამენტის ყოფილი წევრია, იგი „ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 438,000 ლარი შეწირეს. შპს „ცეკურმა“ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული.
წლებია რაც კომპანია „ბონდი-2009“ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებს, ხოლო მისი მეწილეები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. ამჯერად მმართველი პარტიის ყულაბა 77,000 ლარით დავით დევაძემ და ოთარ ფუტკარაძემ შეავსო, მათ სულ „ქართული ოცნებისთვის“ 237,000 ლარი აქვთ შეწირული.
გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული ხუთი კომპანიას 2017-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში ჰქონდა სუბსიდიები მიღებული (იხ ცხრილი 2).
გარდა აგროპროგრამებისა, 2022 და 2023 წლების რთველის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „შატო მუკუზანს“ მიღებული აქვს 593,972 ლარი, ხოლო ბაკურ მიტიჩაშვილის საკუთრებაში არსებულ შპს „შატო ხვანჭკარას“ — 121,281 ლარი."- წერს TI.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100