სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ანა მე-8 სართულიდან გადმოხტა ლევანის ნიშნობის დღეს... ანა ორსულად იყო...ანას უყვარდა, მაგრამ ის არავინ შეიყვარა"

ჩემი კლასელი და მეგობარი ანა, გუშინ გაფრინდა. გაფრინდა იქ, სადაც აუცილებლად ყველა გავფრინდებით.

მან საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ანა 18 წლის იყო როცა შეუყვარდა. მას ჩვენი სკოლელი ლევანი შეუყვარდა. ზოგადად ანა, აქტიურობითა და პოპულარობით არც სკოლაში და არც მის გარეთ არ გამოირჩეოდა, იყო ერთი ჩაკეტილი გოგონა, რომელიც სულ ფიქრობდა. სულ ოცნებობდა. მას ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა პატარა ოჯახი, 2 ბიჭი და ერთი გოგონა. 18 წლის ასაკში, როცა სიყვარულის ძიებაში იყო, უკვე მოფიქრებული ჰქონდა შვილების სახელები და უკვე წარმოედგინა ისინი.

წარმოედგინა მისი შეყვარებულიც, თუმცა წარმოდგენა რეალობას საერთოდ არ დაემთხვა. ლევანი აღმოჩნდა ერთი ჩვეულებრივი ქართველი დაუკმაყოფილებელი იდიოტი, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებდა ანას ოცნებები და წარმოდგენები.

ლევანი სიმპათიურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ გარშემო ყოველთვის ჰყავდა გოგონები. მისი და ანას ურთიერთობა შემთხვევით, უცაბედად აეწყო, თუ აწყობას ვუწოდებთ. შორიდან ისინი ბედნიერები ჩანდნენ იქამდე, სანამ ლევანის დედა არ ჩაერია მათ ურთიერთობაში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჭირივით ეზიზღებოდა ანა.

დედის გავლენით ლევანიმ ანა მიატოვა.

მიატოვა და გადაწყვიტა სხვა ქალზე დაქორწინებულიყო.

ანა ორსულად იყო, თუმცა ლევანიმ არ იცოდა.

ჩვენც გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ.

ანა მე-8 სართულიდან გადმოხტა ლევანის ნიშნობის დღეს.

ანამ ორი სიცოცხლე შეიწირა.

ანას უყვარდა, მაგრამ ის არავინ შეიყვარა.

– – –

ბოლო კვირის მანძილზე, მხოლოდ საქართველოში, დაფიქსირდა 3 თვითმკვლელობის შემთხვევა, სამივე ერთი და იმავე მიზეზით, რომელსაც ალტრუისტული თვითმკვლელობა ეწოდება. ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როდესაც პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.

მსოფლიო ორგანიზაციების მონაცემებით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს სუიციდით, საქართველოში კი 2014 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი, 382 შემთხვევა.

ჩემი აზრით, თვითმკვლელობა არც ერთი შემთხვევიდან არ არის გამოსავალი. სუიციდის მიზეზის გარდა სხვა უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, თქვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მასალა მომზადებულია Droni.Ge-თვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100