სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად დაკრძალავენ კანადაში დაღუპულ მარიამ მახნიაშვილს, ჯერ არ გადაუწყვეტიათ

ოჯახს ჯერ არ გადაუწყვეტია, სად დაიკრძალება გაურკვეველ ვითარებაში კანადაში დაღუპული მარიამ მახნიაშვილი - გარდაცვლილის დედის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არის მიღებული. განიხილება როგორც კანადაში დაკრძალვის, ასევე საქართველოში ცხედრის გადმოსვენების ვარიანტები.

სკოლაში, სადაც ქართველი მოზარდი გაუჩინარებამდე სწავლობდა, დღეს დროშები დაუშვეს, რითაც მარიამ მახნიაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.

შეგახსენებთ, რომ კანადის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ტორონტოსთან ახლოს, ხევში, გარდაცვლილი გოგონას ცხედარი აღმოაჩინა. ვარაუდი იმის შესახებ, რომ გარდაცვლილ, შესაძლოა, მარიამ მახნიაშვილი ყოფილიყო, დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა. პოლიციის ვარაუდით, მარიამ მახნიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100