სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპირებულ სოხუმში დატყვევებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

ოკუპირებული სოხუმის პორტში დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

ენგურის ხიდთან მათ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და საქართველოს კონსული თურქეთში ზურაბ პატარიძე დახვდნენ. შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ მათ ნორმალურად ეპყრობოდნენ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე ქართველი მეზღვაურები - გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე - 6-თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არანაირი თანხა არ მიუღიათ. გემი გასული წლის მაისიდან სოხუმის პორტში იდგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100