სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახდეპი რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში სანქციებს არ გამორიცხავს - რიგით მეოთხე განცხადება

სახდეპი რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში სანქციებს არ გამორიცხავს - რიგით მეოთხე განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" მიერ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებაზე.

ჩვენ მკაფიოდ ვთქვით , რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ. თუკი კანონი ამოქმედდება, ის დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ის საქართველოს, მისი ევროპული გზიდან ააცდენს და უკან დახევს. ეს კანონი შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების ფუნქციონირებას, რომლებიც მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ. ის ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ დამტკიცებულა. ასე, რომ ნებისმიერ პოტენციურ შედეგსა თუ ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯზე დღეს არ ვისაუბრებ", - აცხადებს მილერი.

ჟურნალისტ ალექს რაუფოლღუს კითხვაზე, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დაასანქცირებს თუ არა აშშ საქართველოს, მეთიუ მილერი ამბობს, "თვალყური მოგვადევნეთ".

ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი წინ წაიწევს, თვალყური მოგვადევნეთ, დაგვაკვირდით. დღეს სათქმელი არაფერი მაქვს.- ამბობს მეთიუ მილერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100