სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსებისულ ამოდიან, არანაირ დაძაბულობას არ გვიქმნიან, თბილად, სიყვარულით მერე მიდიან - მლეთაში ლომისის ტაძრის წინამძღვარი

დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ სოფელ მლეთაში ჩავიდა და ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით ისაუბრა. გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილზე რუსი სამხედროები არიან ასულები.

ჯაღმაიძემ თქვა, რომ რუსი ოკუპანტები ადგილზე 2009 წლის შემდეგ პატრულირებენ და კვირაში ერთხელ ან ორჯერ ადიან. იგივე გაიმეორა ადგილზე მცხოვრებმა ერთადერთმა ბერმაც, რომელიც იქ მთელ წელს ატარებს.

ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ზე live-ში საუბრისას კომენტარის გაკეთება სთხოვა ლომისის ტაძრის წინამძღვარს, მამა დავით ბურდულს, რომელიც უვლის ქვედა ტაძარსაც და ზედასაც [ქედზე მდებარეს].

სასულიერო პირი ამბობს, რომ რუსი სამხედროები იქ სულ ადიან, არანაირ დაძაბულობას არ უქმნიან, "ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან".

"ძალიან საფრთხილო თემაა ამ საზღვარზე ასეთი განცხადებები და მე მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, რომ როდესაც რაღაც რეპორტაჟს აკეთებენ, რომ ძალიან ფრთხილად გააკეთონ ეს რეპორტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ დროებითი საზღვარია და ძალიან სიფრთხილეა საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ ჩვენ. [...] ესენი სულ ამოდიან ასე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი, ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან. ასეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიის არხზე, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ აქ და ჩვენი თხოვნაა შემდეგში ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ეს საკითხი", - ამბობს მამა დავით ბურდული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100