სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირანის ქართული რადიო: ირანმა აშშ-ის კრეისერი გააფრთხილა

ირანის ქართული რადიო სააგენტო “ფარსის” ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის გენერალურმა მთავარსარდალმა გენერალ-მაიორმა ატაულა სალეჰიმ დღეს, საზღვაო მანევრის „ველაიათი 90–ის“ პარალალურად ამერიკული კრეისერის გამოჩენასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეს კრეისერი არ უნდა დაბრუნდეს სპარსეთის ყურეში“.

სალეჰი იმ ფაქტზე საუბრისას , რომ ირანის მტრებმა ხსენებული მანევრის მიმართულება კარგად აღიქვეს , დასძენს: „ამერიკული კრეისერი მანევრის დაწყებისთანავე სპარსეთის ყურიდან გავიდა და გადაკვეთა რა ორმუზის სრუტე, ომანის ზღვაში გაჩერდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის გენერალური მთავარსარდალი ეხება ირანის არმიის მზადყოფნას ნებისმიერ საფრთხესთან საბრძოლველად და აღნიშნავს: ირანის არმიის საზღვაო ძალთა გამოცდილებას ზღვაში მათი საბრძოლო პოტენციალის გაზრდა გამოუწვევია.

მიმდინარე მანევრის მსვლელობაში ირანის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ჰასან ფირუზაბადიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოთა და განსაკუთრებით ამერიკის ანტიირანულ მუქარებს მათთვის ყოვლად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება. ფირუზაბადის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვითი დოქტრინა და სტრატეგია თავდაცვითი და შემაკავებელი დანიშნულებისაა , რაც აჩვენებს იმას , რომ ირანის მოსახლეობას არ აშინებს მუქარები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100