სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 ნოემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარებს. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მესტიაშიც მზიანი დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +12 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. +12 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. გორში +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +5 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100