სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და საქართველო ყინვის მოლოდინში

საქართველოში 7 აპრილამდე არამდგრადი, ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ძლიერი ქარი დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ჩადგება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით - 6 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში კი -11; მაღალმთაში -17 გრადუსი; თბილისში დღისთ +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით ჰაერის ტემპერატურა 0;+5, ზოგან -3 გრადუსი იქნება. მთაში _ -10; მაღალმთაში _ -16 გრადუსი.
ხვალიდან ყინვები აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება. 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც 3 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებშიც გავრცელდება. 5 აპრილიდან შესაძლოა, დათბეს, თუმცა ცვალებადი ამინდები 7 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100