სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „დღეს ისტორიული პროცესია“

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დასრულებულია. შეხვედრა ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისათვის კომენტარი გააკეთეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უზრუნველყოფს, რომ მთავრობებს შორის პროცესები ყოველგვარი ექსცესების გარეშე წარიმართოს.

„დღეს ისტორიული პროცესია, პირველად ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. ხალხმა არჩევანი გააკეთა. ქართველი ერის არჩევანს კი, ჩვენ პატივს ვცემთ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავებებია ბევრ პოლიტიკურ და ეროვნულ საკითხებზე, მაგრამ დემოკრატია უნდა შევინარჩუნოთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისი გუნდი იზრუნებს, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იქნას დაცული.

„ის რაც მოხდა, ქართველი ხალხი შეაფასებს, დრო უნდა რომ ბევრი რამე დაინახოს და გაანალიზოს ხალხმა, მაგრამ ახლა ჩვენ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე. ჩვენ უმეტესი საკითხების სამართლებრივად სწორ ჩარჩოებში წარმართვას ვახერხებთ და ვაპირებთ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100