"საქსტატი" ერთიანი სტატისტიკური პროგრამული პროდუქტის შექმნაზე მუშაობს
"საქსტატი" ერთიანი სტატისტიკური პროგრამული პროდუქტის შექმნაზე
მუშაობს.
როგორც "პირWელს" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს,
ფონდის "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს" ზეგავლენის შეფასების პროექტის
ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში საინფორმაციო ტექნოლოგიების
განვითარების პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო.
მისივე ინფორმაციით,
პროექტი ერთიანი სტატისტიკური პროგრამული პროდუქტის შექმნას, მონაცემთა ბაზების
სტრუქტურისა და საწყისი პროგრამული დიზაინის განახლებას გულისხმობს.
"აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად ერთიანი პროგრამული პროდუქტი
შეიქმნება და "საქსტატში" არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სრული განახლება
განხორციელდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი სტატისტიკურ მონაცემთა ერთიანი და
უნიფიცირებული ბაზა შეიქმნება, რომელიც "საქსტატის" ვებ-გვერდზე განთავსდება, რაც
მომხმარებლებს ონლაინ-რეჟიმში სტატისტიკური ინფორმაციის სასურველ ფორმატში მიღებას
მნიშვნელოვნად გაუადვილებს", - აცხადებენ "საქსტატში".
კომენტარი