18 წლის გოგონას სამი დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ, მერე კი ცოცხლად დაწვა სცადეს (ვიდეო)

უკრაინაში, კიევთან ახლომდებარე ნიკოლაევის რაიონში საშინელი დანაშაული მოხდა:

სამი ახალგაზრდა მამაკაცი 18 წლის გოგონას ჩაკეტილ ბინაში სამი დღის განმავლობაში რიგრიგობით აუპატიურებდა, მერე კი, კვალის დაფარვის მიზნით, გოგონას ხელ-ფეხი შეუკრეს, პირი აუკრეს და ერთ-ერთ მიტოვებულ მშენებლობაზე მისი ცოცხლად დაწვა სცადეს. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 18 წლის გოგო საავადმყოფოშია მოთავსებული და ექიმები მისი გადარჩენის პირობას ჯერ ვერ იძლევიან.

ამ ისტორიის ყველაზე აღმაშფოთებელი დეტალი, რასაკვრირველია, დანაშაულის ფორმის შემდეგ, ის გახლავთ, რომ სამი ეჭვმიტანილიდან, რომლებიც პოლიციამ დააკავა... ორი გაათავისუფლეს. მაშინვე გაჩნდა ხმები, რომ გათავისუფლებულები მაღალჩინოსნების შვილები არიან, რაც დადასტურდა კიდეც: ერთ-ერთი გათავისუფლებული ეჭვმიტანილი ელენაცკის რაიონული ადმინისტაციის ყოფილი ხელმძღვანელის შვილია, მეორე კი - ნიკოლაევის ცენტრალური რაიონის ყოფილი პროკურორის შვილი გახლავთ.

ტატიანა სუროვიცკაია, რომლის შვილი, ოქსანა ახლა საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის, კიევში სამუშაოდ ჯერ კიდევ 2006 წელს ჩავიდა და ბოლო დროს კოსმეტიკურ ფირმაში მუშაობდა. მომხდარის შესახებ მას დამ შეატყობინა და ტატიანა იძულებული გახდა, ნიკოლაევში მაშინვე ავტობუსით წასულიყო.

ქვემოთ მოყვანილია ვიდეორგოლი, სადაც დედა მომხდარის შესახებ და საკუთარ რეაქციაზე ჰყვება მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ისინი, ვინც მისი შვილი ასეთ დღეში ჩააგდო, პოლიციამ გაათავისუფლა...

წყარო

კომენტარი