სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რას ამტკიცებთ ყვირილით? ამტკიცებთ, რომ პასუხი არ გაქვთ ემიგრანტებზე, უმუშევარ ადამიანებზე" - ვაშაძე "ოცნებას"

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტში - მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენისას სიტყვით გიორგი ვაშაძე გამოდიოდა, მას "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ. გიორგი ვაშაძეს თავდაპირველად რუსული კანონის ავტორი დაჩი ბერაია დაესხა თავს, შემდეგ კი მამუკა მდინარაძე.

სტატისტიკასაც მოგცემთ, ბოლო ერთ თვეში რატომ არ გაატარეთ რეგისტრაციაში საკონსულო აღრიცხვაზე, აბა ნახეთ რამდენი წერილია მხოლოდ ჩემგან... რა გაყვირებთ ხალხო, ყვირილით, ფიქრობთ, რომ გადაფარავთ თქვენს ანტიქართულ ქმედებებს? რას ამტკიცებთ ყვირილით. ამტკიცებთ, რომ მტყუანი ხართ, რომ პასუხი არ გაქვთ ემიგრანტებზე, უმუშევარ ადამიანებზე, გაჭირვებულ ადამიანებზე... რატომ იზრდება ფასები. ყვირილი და პროვიკაცია. რატომ არის მძიმე მდგომარეობა? ყვირილი და პროვოკაცია. იპროვოკატორეთ ახლა. ღოჩაღ, დაგიფასებენ დღეს ალბათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ხედავს, აი ეს არის, ხალხო, აი ეს არის პასუხი კითხვებზე, რომელიც თქვენ გაქვთ, - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით უსმენენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100