სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაშზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა TKT.ge-ზე, ხვალ, 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია)", - წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100