სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბოლო წამამდე ბრძოლის ველზე იყო. ვერასდროს შეამჩნევდით, რამე თუ სტკიოდა ან აწუხებდა" - ქორეოგრაფი ანა სამსონაძე გარდაიცვალა

ქორეოგრაფი ანა (ანანო) სამსონაძე წუხელ გარდაიცვალა. ავ სენს ებრძოდა... როგორც ამბობენ, თუ არ იცოდი, ვერ იტყოდი, რომ ავადმყოფობს. არა თუ იმჩნევდა, საყვარელი საქმის კეთებისას, თავს არ ზოგავდაო...

გახლდათ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი. თუმცა მას ყველაზე ხშირად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხედავდნენ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. გასული წლის მიწურულს თეატრალურში დააჯილდოვეს. აი, რას წერდა სოციალურ ქსელში:

"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ წლის მიწურულს ასეთი ბედნიერი დღე მექნებოდა.

და ჩემი უნივერსიტეტის "2023 წლის საუკეთესო თანამშრომლად" დამასახელებდნენ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, უდიდესი მადლობა დაფასებისთვის, აღიარებისთვის, გვერდში დგომისთვის და სიყვარულისთვის

ჩემთვის ეს ჯილდო წარმოუდგენლად ძვირფასი საჩუქარია."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100