სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნები უკანონოა - იენს სტოლტენბერგი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნები უკანონოა - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთში არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკანონოა. რუსეთში არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. NATO-ს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, - აცხადებს სტოლტენბერგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100