სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში - დაცვის პოლიციამ აქტივისტები ძალის გამოყენებით გამოყარა (ვიდეო)

დაპირისპირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში - აქტივისტები მჯდომარე აქციას გეგმავდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის პოლიციამ არ მისცა. ფაქტს ადგილზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შემდეგაც აქტივისტები დაცვის პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოყარა .

ვიდეომასალას ადგილიდან მოძრაობა "ხმა" ავრცელებს. კადრებში კარგად ჩანს ხმაური და დაპირისპირება.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისული მოძრაობა "ხმის" წევრები გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას და კეკელიძეზე დაკავებულების გათავისუფლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს მოძრაობა "ხმის" ორი აქტივისტი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავა. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100