სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანობს და განიცდის - რა უთხრა ადვოკატს ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა

ნანობს და განიცდის - გიორგი კავლელაშვილმა, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, რამდენიმე საათის წინ გაიგო, რომ 27 წლის ქალი გარდაიცვალა.

ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი მდინარაძე "პირველებთან" ამბობს, რომ გიორგი კავლელაშვილმა, მას შემდეგ რაც ცოლის სხეულზე დაზიანებები ნახა, დახმარების თხოვნით მეზობლებს თავად მიმართა.

ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი კავლელაშვილი ვერ ხსნის რა მოხდა 9 იანვრის ღამეს:

იცოდა, რომ მეუღლეს დაზიანებები ჰქონდა, რადგან მას შემდეგ რაც დაინახა (ქეთევან ედიბერიძის სხეულზე) დაზიანებები თვითონ ითხოვა მეზობლებისგან დახმარება. მანამდე, როგორც ჩანს, ცნობიერება არ ჰქონდა. ალკოჰოლური არ იყო, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა ფსიქიკურ ნაწილში. ექსპერტები დაადგენენ, რომ იყო თუ არა შერაცხად მდგომარეობაში (გიორგი კავლელაშვილი). ვერ ხსნის რა მოხდა, მოტივსაც ვერ იძახის. არც ჩხუბი, არც რაიმე სახის კონფლიქტის შესახებ უთქვამს"- აცხადებს ადვოკატი.

ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100