სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადახდილი სახურავები, წაქცეული ხეები, დაზიანებული მანქანები - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გადახდილი სახურავები, წაქცეული ხეები, დაზიანებული მანქანები - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე 2 72 22 22 დარეკვისკენ მოუწოდებს.

"ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს. უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22"- აცხადებს მერია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100