სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! " - ამ განცხადებას "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ავრცელებს და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას ეხმაურება. გვარამია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა სამარცხვინოა.

მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! გახარიას პარტია ასე თუ აპირებს რეჟიმის შეცვლას, ან თავად ცდება, ან ამომრჩეველი შეჰყავს შეცდომაში.

მიშას ვულოცავ დაბადების დღეს. თავისუფლებას და წარმატებას ვუსურვებ!" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100