სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრივილეგირებული ოჯახები და კორუფცია - გახარიას გუნდმა კარტები გახსნა

გახარიას გუნდმა კარტები გახსნა - ექს პრემიერი 25-დან რამდენიმე პრივილეგირებულ ოჯახს ასახლებს, ვინც მისი თქმით, კორუფციული გარიგებებით დიდ ფულს შოულობს. სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე და "აირზენას" შეფი თამაზ გაიაშვილი. დღეს ექს პრემიერის პარტიის დეპუტატებმა პარლამენტიდან, დაასახელეს კონკრეტული ფაქტები, თუ ვინ რა გზებით მდიდრდება ღარიბი ხალხის ხარჯზე. დღეს ყოფილმა პრემიერმა მოქმედზე პრაქტიკულად თქვა რომ ხალხს ძარცვავს.

ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას და თქვენ განსაკუთრებით, როგორ გადაეფარა "ოცნების" ხელისუფლება კორუფციისთვის სანქცირებულ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს, ეს ერთი.

ღარიბაშვილი -ღარიბაშვილის ჩარტერის და ცოლისთვის და შემდგომ სიდედრისთვის ტყის ჩუქების საქმე - მოსკოვთან პირდაპირი ფრენების ერთ-ერთ ინიციატორ თამაზ გაიაშვილთან, რომელთანაც სხვათა შორის, გიორგი გახარიამ კოვიდ პანდემიის დრო საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრების უფლება არ მისცა. მთავრობა კორუფციული გარიგებებით არის შეზრდილი, ამის დასტურია "აირზენისთვის" დავალიანების ჩამოწერა. ამ ყველაფრით მთავრობა ვალს უხდის ბატონ გაიაშვილს, რომ ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო ბორტის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტი დამალოს და ხელი დააფაროს.

შემდეგი - კობახიძე-კალაძის დაჯგუფების "გმირობები", კერძოდ, ვაკის პაკის ტრაგედია, რომელიც ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს. წელიწადზე მეტი არის გასული, მაგრამ ვხედავთ, რომ კორუფციისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში ზედაპირზევე ჩანდა, პასუხისგებაში არავინ არ მიუციათ. დღევანდელი "ოცნება" სწორედ ამ კორუფციული სქემებით ინარჩუნებს დღეს ხელისუფლებას და ახდენს საარჩევნო მიზნებისთვის შავი ყულაბის, ე.წ. შავი ფულის მობილიზებას.

კეზერაშვილი-ფარცხალაძის ე.წ. ქოლ ცენტრების საქმე - ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი გუნდის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტში და უარი "ქართული ოცნების" მხრიდან", - აღნიშნა ბუჩუკურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100