სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრემლის მორიგი პროვოკაცია - რაზე ისაუბრა ლავროვის მოადგილემ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან

კრემლი "პროვოკაციებზე" საუბრობს და ე.წ. საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს - სერგეი ლავროვის მოადგილისა და აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

უწყება ამბობს, რომ შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა და მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხაილ გალუზინი, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბასა და ცინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი - კონსტანტინ კოჩიევი.

"სასაზღვრო ზონაში ბოლოდროინდელი პროვოკაციების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სწრაფ შემუშავების აუცილებლობას. ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკირებით", - წერია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100