სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაციების სერია აჭარაში - დაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები

სპეცოპერაციების სერია აჭარაში - "ტვ პირველის " ინფორმაციით, დაკავებულია შავ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები. ყველას გამოძალვას, იძულებას და ე.წ. ქურდული "ობშიაკის" შეგროვებას ედავებიან. დაკავებულებიდან ნაწილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე გადაიყვანს, ნაწილი კი ახლა გადაჰყავთ.

"პირველების" ინფორმაციით, ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და სავარაუდოდ, ბრალის წარდგენის პროცესში გაირკვევა, რას იტყვიან ბრალთან დაკავშირებით.

"პირველებმა" გაარკვია, რომ ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ასევე სხვადასხვა მტკიცებულებები, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს. საუბარია აუდიო ხმოვან ჩანაწერებზე, რომლებიც აკავშირებს მათ კავშირებს, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100