სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მდინარაძე თუ კობახიძე? - ვისი იდეა იყო ზურაბიშვილის არაფორმალურ პრეზიდენტად გამოცხადება

მამუკა მდინარაძე თუ ირაკლი კობახიძე? - ვისი იდეა იყო ზურაბიშვილის არაფორმალურ პრეზიდენტად გამოცხადება? - "ოცნებაში" ამბობენ, რომ მმართველ გუნდს იდეა ერთიანად მოუვიდა, რომ პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ

ლადო კახაძის თქმით, ის მას შემდეგ არ მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

აკვირდებით, რომ შეურაცხყოფას მაყენებთ? იდეა რას ნიშნავს? იმან უნდა გვიკარნახოს? ყველას ერთად მოგვივიდა ეს იდეა. მე მაგალითად იმ დღიდან მომივიდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკიდან გავდივარ, ის არის სიტყვის კაცი და გავიდა პოლიტიკიდან, ამიტომ, ის არ მონაწილეობს ამაში". - ამბობს ლადო კახაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს არაფორმალური უწოდა. "ოცნების" ლიდერი განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ გააგრძელა და მანაც სალომე ზურაბიშვილი არაფორმალურად გამოაცხადა. მდინარაძე-კობახიძის მესიჯბოქს მთელი "ქართული ოცნება" აჰყვა. ახლა მთავარი კითხვაა, ვის მოუვიდა თავში პირველს იდეა, რომ პრეზიდენტი არაფორმალურად გამოეცხადებინათ და ვინ არის გუნდში ამ იდეის ავტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100