სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომთან 80,000 მ² გაყიდა - მყიდველი მარიკა ვერულაშვილის კომპანიაა

თბილისის ცენტრში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონება გაიყიდა - ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდმა" ტერიტორია შპს “ნეო სითი დეველოპმენტს” მიჰყიდა, რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა.

ამავე კომპანიამ შეიძინა გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,500 მ²-ის უძრავი ქონება, რომელიც ლაგუნა ვერეს და ყოფილ აბრეშუმის ქარხანას მოიცავს. ცნობილია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე თავად ივანიშვილის კუთვნილი კომპანია “კოსტავას 69” 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გეგმავდა. ზაფხულშივე საკრებულომ აღნიშნულ პროექტზე შესაბამისი თანხმობაც გასცა.

ბიზნესრეესტრის თანახმად, ამ აქტივების შემძენი კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი პარტნიორი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია.

ამასთან, ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს "ნეო სითი დეველოპმენტის" 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა.

მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყიდული უძრავი ქონების ფართობი 122,600 მ²-ს შეადგენს.

აგვისტოში "ნეო სითი დეველოპმენტმა" გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანიამ აღნიშნა, რომ "ლაგუნა ვერეს" სპორტულ კომპლექსს აღადგენდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100