სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობახიძე, არ განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე და ვერსად გარბოდე - სტიქიას გადარჩენილი

"ირაკლი კობახიძევ, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს", - ამ სიტყვებით მიმართავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს სტიქიას გადარჩენილი კიდევ ერთი მოქალაქე.

31 წლის გიორგი ადამია 6 წლის შვილთან, თომასთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში გადარჩენას ცდილობდა. ადამია ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის მარშრუტი, რაც მეწყრულ ღვარცოფში მოყოლილებმა თავის გადარჩენის მიზნით გაიარეს.

ადამია ამბობს, რომ საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ იბრძოდა საათების განმავლობაში ტასო ჯელაძე გადარჩენისთვის შუა მეწყერში.

ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის! - წერს გიო ადამია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100