სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალი ამბობს, რომ თბილისში სამმა კაცმა გათიშა და გააუპატიურა - დაკავებული არავინაა

უცხო ქვეყნის მოქალაქე სამ ქართველ კაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 40 წლამდე ქალი ამბობს, რომ მას მოტყუებით ალკოჰოლური სასმელი დაალევინეს, გათიშეს და გააუპატიურეს.

შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა. როგორც გაირკვა ტურისტმა ქალმა პოლიციას თავად მიმართა, თუმცა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, შესაბამისი გამოკვლევა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს არ ჩაუტარეს.

40 წლამდე ქალის ინტერესებს ორგანიზაცია "საფარი" იცავს - იურისტები ამბობენ, რომ უმძიმესი ფაქტის თვითმხილველია უცხო ქვეყნის მოქალაქის მეგობარი, რომელმაც პოლიციას მიმართა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

"საფარის" ინფორმაციით, იმის გამო რომ პოლიციამ ექიმებს არ მოუყვა გაუპატიურების ფაქტის შესახებ, მედიკოსებმა ქალს შესაბამისი კვლევები არ ჩაატარეს და არც ექსპერტიზა განხორციელებულა. მეტიც, როგორც "საფარში" აღნიშნავენ, ქალი 12 საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო, მას შემდეგ კი რაც მდგომარეობა დასტაბილურდა, მან პოლიციას თავად მიმართა, თუმცა პოლიციის მეოთხე განყოფილებაში ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოცხადებული, ქალი უგონო მდგომარეობაში იყო, რადგან ჩვენ არ ვიცით, მას რა ნივთიერება ჩაუყარეს. ამ ადამიანის მეგობარმა დაინახა, რომ ქალს აუპატიურებდნენ, ასეთი ხილული საქმე გვაქვს. ამი მიუხედავად გამოძიება არ იყო დაწყებული სანამ საქმეში არ ჩაერთო "საფარი".

ამასთან, დანაშაულის ადგილი, დღემდე არ არის დათვალიერებული . ქალი საავადმყოფოდან ისე გამოუშვეს, რომ მისთვის არაფერი უთქვამთ და ექსპერტიზაც გვიან.

მას შემდეგ ჩატარდა, რაც გუშინ ჩვენ ინფორმაცია გავავრცელეთ, რომ პრესკონფერენციის გამართვას ვაპირებდით, გვიან ღამით, 24:00 საათზე გვაცნობეს, რომ ორი ადამიანის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოცემული, არადა სამქში ფიგურირებდა სამი კაცი"- აცხადებს ბაია პატარაია.

იურისტები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ გულგრილობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აძძვრას ითხოვენ.

მათი თქმით, შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არ შემოუსაზღვრავთ, რამაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.

ამასთან "საფარის" ცნობით, ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში, განყოფილების უფროსის მოადგილე, ბექა ბენდელიანი მსხვერპლის დისკრიმინაციას ახდენდა.

იურისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ იმ შემთხვევაში თუ საქმეს მეოთხე განყოფილება გამოიძიებს, ობიექტური გარემოებები დადგინდება და სავარაუდო ბრალდებულები პასუხისგებაში მიეცემიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100