სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს

ქვეყანა გმირებს ემშვიდობება. უკრაინაში დაღუპულ მიხეილ მაზანაშვილი და დავით ქუჩუკიანი სამხედრო პატივით ცოტახნის წინ დაკრძალეს. ქართველი მებრძოლების დაკრძალვის ცერემონია ქარელის რაიონში გაიმართა.

„გავაცილეთ ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი უახლესი ადამიანი, გმირი საქართველოსი და უკრაინის. ის იყო ძალიან დიდი პატრიოტი ჩვენი ქვეყნის. დღევანდელი დღე ალბათ მომავალი თაობა ამას დააფასებს. ის არის ყველაზე მთავარი, რომ მან ჩვენი ქვეყნისთის დაღვარა სისხლი დადო თავი და დღეს გავაცილეთ მის ბოლო გზაზე“ - ამბობს ნადიმ ხმალაძე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი.

დავით ქუჩუკიანი უკრაინაში ომის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებებს ემსხვერპლა. მიხეილ მაზანაშვილი კი ბახმუტთნ ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100