ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, 22 იანვარს, ცხინვალის რეგიონში “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” მოთხოვნით დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.

“ნეტგაზეთთან” საუბარში უტიაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველები გუშინ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, 22 იანვარს, 13:25 საათზე რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხინვალის რაიონის სოფელ დისევთან ახლოს საქართველოს 4 მოქალაქე "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" მოტივით დააკავეს.

კომენტარი