სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პალესტინაში ერთ-ერთ ქუჩას მედვედევის სახელი დაერქმევა

პალესტინური ქალაქის იერიხონის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთ ქუჩას დიმიტრი მედვედევის სახელი დაარქვან. ამის შესახებ პალესტინური ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მახმუდ აბასმა დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას განაცხადა.

პალესტინის ლიდერის თქმით, იერიხონის მაცხოვრებლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2011 წლის იანვარში მედვედევის ვიზიტისგან მიღებული შთაბეჭდილების გამო მიიღეს.

აბასმა რუსეთის პრეზიდენტს გადასცა ქუჩისთვის მედვედევის სახელის მინიჭების მოწმობა და განაცხადა, რომ იერიხონში უახლოეს ხანებში ჩატარდება აღნიშნულთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია.

"ამ აქტში რუსულ-პალესტინური მეგობრობის სიმბოლოა, რომლებიც ათწლეულებს კი არა, არამედ საუკუნეებს ითვლის",- განაცხადა მედვედევმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100