სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე-4 დღეა კასპში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა კასპის მუნიციპალიტეტში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ - ბექა რევაზიშვილი სახლიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებს კონკრეტულ ვერსიებზე საუბარი უჭირთ, ისინი სამძებრო არეალის გაზრდას ითხოვენ.

"6 ში გავიდა პირველი საათისთვის, კინოლოგები ჩაერთნენ ოღონდ მთელი დღე ვითხოვდით. ჭიშკრის შემდეგ მიმართულება არ ვიცოდით, თუ საით უნდა გეძებდა და უკვე საღამოს გვიან მოიყვანეს ძაღლი. ოჯახის მოთხოვნა არის, რომ გავზარდოთ ძებნის არეალი, თუნდაც ის, რომ სადაც ბოლოს დაინახეს ბიჭები", - ამბობს დაკარგულის ოჯახის წევრი.

გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, თუმცა კვალზე ჯერჯერობით ვერ გავიდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100