სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინმა შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს - ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაჩერებლად, შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრიტანეთის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა, პიტერ რიკეტსმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში იარაღის ნაკადის ჩახშობის მცდელობებით, უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება. „სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ ისინი რაიმე გზას ეძებენ, რათა იარაღის ამ ნაკადის უკრაინაში შესვლა ან შეზღუდონ ან თავიდან საერთოდ აიცილონ. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ თავდასხმები დასავლეთიდან მომავალ კოლონებზე ან თვითმფრინავებზე. ცოტა ხანში, შესაძლოა, რაიმე სახის სარაკეტო იერიში განხორციელდეს თავდასხმა ნატოს ბაზაზე, სადაც უკრაინისთვის იარაღს ამზადებდნენ. ეს ნატოს ქვეყნებს უდავოდ, ნამდვილ დილემას შეუქმნის“, - განაცხადა პიტერ რიკეტმა. მას, ასევე, მიაჩნია, რომ ომი უკრაინაში შეიძლება მრავალი წელი მიმდინარეობდეს და შიშობს, რომ კონფლიქტი იმ „ჩიხში მიდის, სადაც რუსეთი უკრაინის საკმარისად მნიშვნელოვან ნაწილს დაეუფლება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100