სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოკუპანტების ომის დანაშაულების სიმძიმის შესაბამისი უნდა იყოს - ზელენსკი

ბუჩას ტრაგედიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ იმ სიმძიმის სანქციების დაწესებას ითხოვს, რომელიც ომის დანაშაულების შესაბამისია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა გადამწყვეტი მომენტია და ეს მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ.

"ვიცით, რომ ოკუპანტები რაოდენობრივად ჩვენზე მეტნი არიან, ჩვენზე მეტი ტექნოლოგია აქვთ, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ახლა ჩვენი ხალხის ბედი წყდება. ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით და გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა გადამწყვეტი მომენტია, განსაკუთრებით დასავლელი ლიდერებისთვის.

იმის შემდეგ, რაც მსოფლიომ ბუჩაში დაინახა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოკუპანტების ომის დანაშაულების სიმძიმის შესაბამისი უნდა იყოს. თუ ამის შემდეგ რუსული ბანკები კვლავ იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, თუ საქონლის ტრანზიტი რუსეთში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, თუ ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ჩვეულ რეჟიმში გადაიხდიან რუსეთის ენერგორესურსებისთვის, მაშინ ზოგიერთი ლიდერის პოლიტიკური ბედი ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. ჩემი რჩევა ყველას: იგრძენით ახლა, რომ მომენტი ნამდვილად გადამწყვეტია", - განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100