სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეიდან ღია სივრცეშიპირბადის ტარება უქმდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში უქმდება. ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. პირბადის ტარების ვალდებულება რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში. „საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნებული იქნება. ასევე, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე. ე.წ. ასევე, დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100