სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელარუსის ტერიტორიიდან რაკეტები ჩერნიგოვისა და ჟიტომირის მიმართულებით ისროლეს

რუსმა ოკუპანტებმა მიზანში ამოიღეს ქალაქი ჩერნიგოვი, რომელსაც ბელარუსის ტერიტორიიდან რაკეტა ესროლეს. შეტევის დროს 16 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სტომატოლოგიური კლინიკა და კინოთეატრი. ინფორმაცია თავდასხმის შესახებ ოფიციალურმა კიევმა გაავრცელა. დადასტურებულია ცნობები, რომ ისკანდერი ბელარუსის ტერიტორიიდან ჟიტომირის აეროპორტის მიმართულებითაც გაისროლეს. საპასუხოდ, უკრაინულმა არმიამ ჟიტომირის რაიონში რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ბუკი გაანადგურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100