სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანალიზების მაჩვენებელი შემაშფოთებელია, პენიტენციური ვეღარ მართავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას - ბასილაია

ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მაჩვენებელი არის უკვე სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსის და წნევის კონტროლი დღითი დღე რთულდება - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, დღეს მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააკეთა. ბასილაიას თქმით, ამ ფონზე, პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, მტკნარი სიცრუეა "გუშინ 2 ექიმის შეყვანა გახდა საჭირო- პულმონოლოგსა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში" ამბობს ბასილაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100