სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია რუსთავის ციხესთან უწყვეტ აქციებს აანონსებს

ნიკა მელია რუსთავის ციხესთან უწყვეტ აქციებს აანონსებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა Facebook-ზე დაპოსტა. მეგობრებო! საქართველო პროტესტს იწყებს! ხვალ, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან). ხვალვე, 18 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე! ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება! - წერს მელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100