სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 წლის ასაკში მიღწეული უამრავი წარმატება და ოქსფორდის მაგისტრის ხარისხი - ვინ არის და რა ვიცით ლიზა იასკოზე

რა ვიცით მიხეილ სააკაშვილის მეორე ნახევრის ლიზა იასკოს შესახებ.
დრონი.ჯი მისი განათლების გრძელ სიას გთავაზობთ.
ელიზავეტა იასკო დაიბადა 1990 წლის 17 ოქტომბერს უკრაინაში.
ლიზა ჯერ ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში, შემდეგ ოქსფორდის პოლიტიკის სკოლაში სწავლობდა და აქვს იქაური მაგისტრის ხარისხიც.

სააკაშვილის მეორე ნახევარი არის პირველი უკრაინელი, რომელმაც ოქსფორდში ეს სკოლა დაამთავრა.

უნდა ითქვას, რომ ოქსფორდში მისი სწავლა 50-მდე დონორმა დაუფინანსა. ასევე აქვს მუსიკალური განათლება და არის 50-მდე მუსიკალური ნაწარმოების ავტორი.

აგრეთვე, ლიზა სტუდენტობის პერიოდში, გაცვლითი პროგრამით იყო მოსკოვშიც, ლომონოსოვის უნივერსიტეტში.

ის იყო ზელენსკის პარტიის მე-15 ნომერი იყო და ასე მოხვდა რადაში.
თავიდან რადაში კულტურის კომიტეტში სტაჟირებდა პოლიტიკისა და კულტურის რეფორმებზე.ის ასევე არის დოკუმენტურ ფილმ "ყირიმის" პროდიუსერი.

ამჟამად კი ლიზას საქმიანობა არის კულტურული საკითხების ექსპერტი.
აგრეთვე, უცხოთში უკრაინის თემას ლობირებს და ამაში არის ძალიან აქტიური. არის რამდენიმე კანონპროექტის ავტორი, აქტიურად არის ჩართული ანტიკორუფციული კანონპროექტის ლობირებაში. ჩართული არის ასევე სამოქალაქო ატივიზმში.

2020 წლის მარტში ლიზა მოხდა ტოპ 100 წარმატებული უკრაინელი ქალის სიაში პოლიტიკის მიმართულებით მეშვიდე ნომრად.

ლიზა არის უკრაინის უმაღლესი რადის წევრი 2019 წლის 29 აგვისტოდან. ასევე არის უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოში.


მოამზადა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100