სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

AstraZeneca-ზე ახალი კვლევა გამოქვეყნდა

აშშ-ში ჩატარებული ახალი კლინიკური კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო, AstraZeneca–ს ვაქცინის ეფექტურობა 74%-ს შეადგენს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია - 83.5% - 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.

მონაცემები მოიცავს 26 ათასზე მეტ მოხალისეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩილეში და პერუში, რომლებმაც AstraZeneca–ს ვაქცინის ორი დოზა დაახლოებით ერთი თვის ინტერვალით მიიღეს. შედეგები New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

Reuters წერს, რომ 17.6 ათასზე მეტ მონაწილეს მძიმე ან კრიტიკული სიმპტომატური COVID-19 არ ჰქონია. პლაცებოს ჯგუფში ორი სიკვდილი დაფიქსირდა, აცრილებში კი - არც ერთი.

ასევე აღინიშნება, რომ AstraZeneca-თი აცრილებს გვერდითი მოვლენა - სისხლის შედედება, არ დაუფიქსირდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100