სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დაზიანებები მიაყენა და ცეცხლი წაუკიდა" - 18 წლიანი პატიმრობა ქუთაისში ჩადენილი მკვლელობისთვის

ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებს 18 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ.ზ. და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.

"2020 წლის 14 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროსთან, ზ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, გ.მ.-ს მკვრივი ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.ზ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ზ.ზ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ცნობილი გახდა გ.გ.-სთვის, რომელმაც მომხდარის შესახებ არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს", - წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ზ.ზ. და გ.გ. 2020 წლის 16 ნოემბერს დააკავეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზ.ზ. და გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ზ.-ს 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100