სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანმო: კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, შესაძლოა, თანავარსკვლავედების სახელები მიანიჭონ მას შემდეგ, რაც ბერძნული ანბანი ამოიწურება

კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, შესაძლოა, თანავარსკვლავედების სახელები მიანიჭონ მას შემდეგ, რაც ბერძნული ანბანი ამოიწურება. ამის შესახებ კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

მარია ვან კერხოვეს თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რომლებიც არსებული ვაქცინებით უზრუნველყოფილ დაცვას გაარღვევენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი მუტაციების ბერძნული ანბანის ასოების მიხედვით დასახელება ჯერ კიდევ მაისში დაიწყო.

ამ დროისთვის 11 ვარიანტია გამოვლენილი, მათ შორის „დელტა“, „ბეტა“ და „ალფა“ შტამები.

მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალი ვარიანტებისთვის ახალ სახელებს ეძებს იმ შემთხვევაში, თუ ბერძნული ანბანის ყველა 24 ასო იქნება გამოყენებული.

31 მაისს ქვეყნების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის თანახმად, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი შტამი ალფად იქნება მოხსენიებული, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი - ბეტად, ბრაზილიაში გამოვლენილი - გამად, ხოლო ინდოეთში გამოვლენილი - დელტად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100