სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რა უფლებით გაასაჯაროა ინფორმაცია, რომელიც შეიტყო ექსპერტიზის მსვლელობისას" - მარიამ ჯიშკარიანი გამომძიებელზე

"სამედიცინო დასკვნა კონფიდენციალურია და რა უფლებით გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომელიც შეიტყო ექსპერტიზის მსვლელობისას" - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამომძიებელზე საუბრობს. როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" თქვა, "ყველაზე დიდი შეკითხვა, რომელიც გამოძიებას უნდა დაესვას, რატომ არ ჩაატარა ექსპერტიზა მაშინ, როცა ის იმყოფებოდა სტაციონარში". მან მიიღო საკმაოდ ძლიერი ტრავმა ცემის შედეგად და რა თქმა უნდა ეს ცემა არის არასათანადო მოპყრობა, ვინაიდან პოლიცია როგორც მინიმუმ, მდუმარე თანხმობით შეხვდა ამას და არ მოქმედებდა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარებულიყო სწრაფი და ეფექტური გამოძიება, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100